Quantcast
Channel: საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის ბლოგი »ქარიმან ქიმაძე
Viewing all articles
Browse latest Browse all 5

საკლასო ოთახის სოციალიზმი

$
0
0
სოციალიზმი, კრახი

წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=4734824481247&set=a.1783438738448.100250.1013870014&type=1&theater

რამოდენიმე კვირის წინ Facebook-ში გავრცელდა საინტერესო ისტორია ერთ-ერთი კოლეჯის ეკონომიკის პროფესორის შესახებ, რომელსაც უკლებლივ ყველა მისი სტუდენტის ჩაჭრა მოუწია.

აი, როგორ მოხდა ეს:

საკლასო დისკუსიების დროს სტუდენტები იზიარებდნენ აზრს, რომ სოციალიზმი მუშაობს და არის საუკეთესო განმათანაბრებელი. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად პროფესორმა გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება.

დისკუსიების მიმდინარეობისას პროფესორმა განაცხადა რომ იმის შესამოწმებლად მართლა მუშაობს სოციალიზმი თუ არა,  ყველა სტუდენტის ნიშნები დაჯამდებოდა, დაანგარიშდებოდა საშუალო არითმეტიკული და ყველა სტუდენტი მიიღებდა ერთი და იგივე ნიშანს. ასე მოხდებოდა ის გათანაბრება, რასაც თეორიული სოციალიზმი ქადაგებს.

მართლაც, პირველივე ტესტის შემდეგ ნიშნები დაჯამდა და ყველამ მიიღო “B”, რაც 10-ბალიან სისტემაში დაახლოებით 7,5 ქულას უდრის. ის სტუდენტები, ვინც ბევრი იმეცადინა ტესტისთვის, უკმაყოფილოები დარჩნენ შედეგით, ხოლო ისინი, ვინც ცოტა იმეცადინა, კმაყოფილები.

მეორე ტესტისთვის მათ ვინც პირველი ტესტისთვის ცოტა იმეცადინეს, ამჯერად კიდევ უფრო ნაკლები იმეცადინეს, ხოლო მათ ვინც წინა ტესტისთვის ბევრი იმეცადინეს, გადაწყიტეს რომ ნაკლებს იმეცადინებდნენ და სხვების ხარჯზე მიიღებდნენ ნიშანს. ამჯერად შედეგი კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა: საერთო ნიშანმა “D”-მდე (6,5 ქულა) დაიკლო.

მესამე ტესტზე საერთო ნიშანი “F”-მდე ჩამოვიდა, რაც “Fail”-ს ანუ ჩამჭრელ ქულას ნიშნავს.

რაც დრო გადიოდა, საერთო ქულა იკლებდა, ხოლო უკმაყოფილება და ურთიერთბრალდებები ერთმანეთის მიმართ იზრდებოდა. საბოლოოდ , როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა სტუდენტი ჩაიჭრა.

კურსის ბოლოს პროფესორმა გააკეთა განმარტებიბი ექსპერიმენტის შედეგთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, სოციალიზმის დასასრულიც სწორედ ასეთია, რადგან როცა ჯილდო წარმატებისათვის დიდია, წარმატებისკენ სწრაფვაც დიდია, მაგრამ როცა მთავრობა გართმევს ამ ჯილდოს უდიდეს ნაწილს, წარმატებისკენ სწრაფვასაც აზრი ეკარგება.

ადამიანური ბუნება ყოველთვის დაასამარებს სოციალისტური ტიპის მმართველობას, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბეჯითად მუშაობენ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ასევე არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვის ხარჯზე ცდილობენ გაიადვილონ ცხოვრება. ეს შეუსაბამობა კლავს მოტვაციას, რასაც სისტემის კრახამდე მივყავართ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5

Trending Articles